საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (UCBP)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციაში „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (UCBP) მონაწილეობდა, რომელიც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისა და აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს (NCURA) თანამშრომლობით განხორციელდა.

 

ღონისძიებაში თსუ-ის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე მონაწილეობდნენ.

 

კონფერენციის მონაწილეებს აშშ-ის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი ალექსანდრე დანიელსი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე მიესალმნენ. სამუშაო შეხვედრას თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ესწრებოდა.

 

საერთაშორისო კონფერენციის მიზანი აშშ-სა და საქართველოს შორის კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობის გაზრდა იყო.

 

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ წარმოადგენს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებულ საგრანტო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირებისა და განვითარების ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წვლილის ზრდას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

 

პროგრამა მოიცავს ვებინარებს, სემინარებს საერთაშორისო კვლევისა და ფონდების მოძიების საკითხებზე, საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტს აშშ-ში და ამერიკელი განათლების ექსპერტების საპასუხო ვიზიტს საქართველოს უნივერსიტეტებში.

 

პროგრამაში ასევე ჩართულნი არიან უმაღლესი განათლების ექსპერტები აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო აკადემიიდან, ჩიკაგოს, იელის, ციურიხის, კინგს კოლეჯის, და ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტებიდან.

თარიღი: 20/02/2024